ილია მეორე - 25 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან, დაცემას მოსდევს ამაღლება
დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ გავიდა 25 წელი სოხუმის დაცემიდან, დაცემას მოსდევს ამაღლება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ განაცხადა.
„ასე რომ, ვინ დაეცა, ეს მარტო ღმერთმა იცის, ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის წყალობა ჩვენზეა“, – დასძინა ილია მეორემ.
წირვის დასრულების შემდეგ, აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ილია მეორემ პანაშვიდი გადაიხადა.
მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღეს აღნიშნავს. ამასთან, დღეს სოხუმის დაცემიდან 25 წელი შესრულდა.