ილია მეორე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში კიდევ ექვსი თვით დატოვების შესახებ ინდოეთის პრემიერს მიმართავს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში კიდევ ექვსი თვით დატოვების შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარედრა მოდის წერილით მიმართავს.
წერილში საქართველოს პატრიარქი მადლიერებას გამოხატავს დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების სამშობლოში დროებით ჩამობრძანებასთან დაკავშირებით.
„გამოვხატავთ მადლიერებას დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების სამშობლოში დროებით ჩამობრძანებასთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, მათი საქართველოში ყოფნის ვადა (რომელიც მარტის თვეში იწურება) კიდევ გაგრძელდება“, – აღნიშნულია პატრიარქის წერილში.