ილია II-ს აღსაყდრების 40 წლის იუბილეს საქართველოში აშშ-ის ელჩი ულოცავს
საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს აღსაყდრების 40 წლის იუბილეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ულოცავს.
იან კელი მადლობას უხდით მის უწმინდესობას და უნეტარესობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან მტკიცე პარტნიორობისა და საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სტაბილურობის ძლიერი ხმაა, მისი სიბრძნე, თავმდაბლობა და სულიერება წარმოაჩენს ქართველი ხალხისა და ქართული კულტურის ღირსებებს.
ამერიკის შეერთებული შტატები ულოცავს მის უწმინდესობას, პატრიარქ ილია მეორეს მისი აღსაყდრების 40 წლისთავს.
მადლობას ვუხდით მის უწმინდესობას და უნეტარესობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან მტკიცე პარტნიორობისა და საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს დამდეგ დღესასწაულებზე და მოუთმენლად ველით მომდევნო წლებში მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას“,- განაცხადა იან კელიმ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა.
საზეიმო ლიტურგიას პატრიარქი, მღვდელმთავრებთან ერთად, დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს.