ილია ღუდუშაურმა და ჯაბა სირბილაძემ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული რვა წლის დათი ქოქრაშვილი ისრაელის კლინიკაში მოინახულეს
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული რვა წლის დათი ქოქრაშვილი ისრაელის კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა და სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელმა, ჯაბა სირბილაძემ მოინახულეს.
ბავშვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა უშუალოდ სამედიცინო პერსონალისგან მიიღეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი დაშავებული მცირეწლოვანის მშობლებსაც შეხვდნენ და სამინისტროს სახელით მხარდაჭერა აღუთქვეს.
დათი ქოქრაშვილი თელ ავივის შიბას სამედიცინო ცენტრში სამი კვირაა, მკურნალობს. მშობლების ინფორმაციით, ბავშვი ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშაა, იმართება კონსილიუმები და მცირეწლოვნის გადასარჩენად ქირურგების ჯგუფი მუშაობს.