ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ახლად დანიშნულ, არარეზიდენტ ელჩებთან შეხვედრები გამართა
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრები გამართა საქართველოში ახლად დანიშნულ, არარეზიდენტ ელჩებთან.
კერძოდ, მინისტრი შეხვდა საქართველოში პერუს არარეზიდენტ ელჩს, სესარ აუგუსტო დე ლას კასას დიასს, ჰონდურასის არარეზიდენტ ელჩს, მაურისიო არტურო ბუესო ჩინჩილიას, ბანგლადეშის არარეზიდენტ ელჩს მ. ამანულ ჰაქმას, ბურკინა ფასოს რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს, ვინტა სომეს, უგანდის რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს, კიზიგე მოზეს კავაალუუკოს.
შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. კმაყოფილებით აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული თანამშრომლობა. განსაკუთრებით გაესვა ხაზი აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, ტურიზმი, განათლება და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით რეფორმების გაზიარების პრაქტიკა.
ხაზი გაესვა აღნიშნული ქვეყნების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩებს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.