ილია დარჩიაშვილმა ოპოზიციას მიმართა - შემიძლია, გაგახსენოთ ხელოვნური ბარიერები, რაც შეუქმენით მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის, თქვენ რომ იყავით ხელისუფლებაში
ილია დარჩიაშვილმა ოპოზიციას მიმართა - შემიძლია, გაგახსენოთ ხელოვნური ბარიერები, რაც შეუქმენით მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის, თქვენ რომ იყავით ხელისუფლებაში

სახელმწიფო თუ ექცევა მოქალაქეებს ღირსეულად, ექცევა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. თქვენ რომ იყავით ხელისუფლებაში, ხომ არ გახსენდებათ ის ხელოვნური ბარიერები, რომლებიც შეუქმენით მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის? შემიძლია, გაგახსენოთ, –  ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას.

„თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილებები მაშინ და მოქალაქეები აიძულეთ, რომ მათ მიეტანათ ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. წარმოგიდგენიათ?! უცხოეთში ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. ადამიანებს, იმ შემთხვევაში, თუ მათ სურვილი ჰქონდათ, დამდგარიყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე, ცნობა უნდა მიეტანათ“. – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე.

დარჩიაშვილმა აღნიშნა, რამდენად მარტივი და თავისუფალია დღეს ხმის მიცემის პროცესი საზღვარგარეთ.

„ვისაუბრე იმ შესაძლებლობებზე, როგორ უნდა დადგეს ადამიანი საკონსულო აღრიცხვაზე, რაც ძალიან მარტივია. შესაბამისად, მას მერე, რაც ჩვენ, ყველა ერთად, შევძლებთ რომ მოვახდინოთ მაქსიმალურად ზუსტი მონაცემების აღრიცხვა და ვიცოდეთ ჩვენი მოქალაქეების ადგილსამყოფლის შესახებ, ეს მოგვცემს შემდგომი გადაწყვეტილებების მიღების უფლებას,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.