ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში
ბერლინში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ლატვიის, შვედეთის, ავსტრიის, მონტენგეროს, სლოვენიის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე, მოლდოვის, უნგრეთისა და ალბანეთის წარმომადგენლები.
მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე.
ილია დარჩიაშვილმა მონაწილეებს გააცნო ქართული მხარის მიერ გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა ევროპელი პარტნიორების მხრიდან, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, შესაბამის გადაწყვეტილებაში აისახება.