ილია დარჩიაშვილი - ყველასთვის ცნობილია, რამდენად ღირსეულად იქცეოდა ჩვენი ქვეყანა უკრაინელების მხარდასაჭერად, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება
ყველასთვის ცნობილია, რამდენად ღირსეულად იქცეოდა ჩვენი ქვეყანა უკრაინელების მხარდასაჭერად, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ახლაც და მომავალშიც მხარს დაუჭერს უკრაინას.
„უკრაინის მიმართ ჩვენს მხარდაჭერაზე არაერთხელ გვისაუბრია. ყველასთვის ცნობილია, რამდენად ღირსეულად იქცეოდა ჩვენი ქვეყანა უკრაინელების მხარდასაჭერად, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. გაერო-ში ვიყავი, როდესაც უკრაინის შესახებ სპეციალური სესია მიმდინარეობდა და სწორედ გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან გამოვხატე ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.