ილია დარჩიაშვილი - ვაგრძელებთ მუშაობას თურქეთის პრეზიდენტის - საქართველოში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტების ორგანიზებისთვის
ილია დარჩიაშვილი - ვაგრძელებთ მუშაობას თურქეთის პრეზიდენტის - საქართველოში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტების ორგანიზებისთვის

შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას თურქეთის პრეზიდენტის – საქართველოში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტების ორგანიზებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაქან ფიდანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებზე უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

„დღეს როგორც პირისპირ, ისე დელეგაციების გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრისას პატივცემულ კოლეგასთან განვიხილეთ  ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული დინამიკური დღის წესრიგის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხები, გავცვალეთ მოსაზრებები და დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. ხაზი გავუსვით მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას თურქეთის პრეზიდენტის – საქართველოში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტების ორგანიზებისთვის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანთან დღეს შეხვდა