საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერს, ნუმან კურტულმუშს შეხვდა.
„ჩვენ ხაზი გავუსვით ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე.
ასევე ხაზგასმით აღვნიშნეთ საქართველოს და თურქეთს შორის შესანიშნავი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა“, – წერს ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაქან ფიდანთან.