ილია დარჩიაშვილი შრი ლანკისა და ანტიგუა-ბარბუდის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შრი ლანკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ალი საბრის შეხვდა.
აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია სამხრეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებით.
ხაზი გაესვა რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის მნიშვნელობას თანამშრომლობის განვითარების არსებული პოტენციალის ამოქმედებისთვის.
გამოითქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა და თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება სხვადასხვა სფეროში.
ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა ასევე გამართა ანტიგუა-ბარბუდის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჩეტ გრეენთან. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ინსტიტუციური რეფორმებისა და ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.