ილია დარჩიაშვილი - საქართველოში განხორციელებული რეფორმები გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გვქონდეს დადებითი მოლოდინები
საქართველოში განხორციელებული რეფორმები გვაძლევს იმ ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გვქონდეს დადებითი მოლოდინები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დავოსში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველო გამორჩეული ქვეყანაა გატარებული რეფორმების თვალსაზრისით აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის.
„ტრიოს ფორმატშიც საქართველოს აქვს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგები, შესაბამისად, ჩვენ კითხვარის ნაწილში გავაკეთეთ მაქსიმუმი. საქართველომ შეასრულა ე.წ. საშინაო დავალება და ვართ მოლოდინში, პირველ რიგში კომისიის ფორმატში დასკვნის ნაწილში. შემდეგ უკვე საბჭოს ფორმატში იქნება განხილვა, როგორ გააგრძელებს საქართველო ევროინტეგრაციის გზას. ჩვენ საქართველოში განხორციელებული რეფორმები გვაძლევს იმ ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გვქონდეს დადებითი მოლოდინები“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.