ილია დარჩიაშვილი - ორპარტიული აქტის მიღებით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა საქართველოს, როგორც აშშ-ის საიმედო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ დამტკიცებას ეხმაურება.
როგორც ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, დოკუმენტის მიღებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა საქართველოს, როგორც აშშ-ის საიმედო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა.
„საქართველოს, როგორც აშშ-ის საიმედო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა ორპარტიული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებით. მადლობა საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს – ადამ კინზინგერსა და ჯერი კონოლის, საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებაში გაწეული ძალისხმევისთვის“, – წერს დარჩიაშვილი „ტვიტერზე“.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) წარადგინეს.