ილია დარჩიაშვილი - საქართველო-რუსეთის ურთიერთობები შემოიფარგლება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებით, სადაც ვსაუბრობთ ჰუმანიტარულ საკითხებზე და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე
ილია დარჩიაშვილი - საქართველო-რუსეთის ურთიერთობები შემოიფარგლება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებით, სადაც ვსაუბრობთ ჰუმანიტარულ საკითხებზე და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე

საქართველო-რუსეთის ურთიერთობები შემოიფარგლება ერთი საერთაშორისო პლატფორმით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა რუსეთთან ურთიერთობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა მინისტრს ჰკითხა, როგორ აფასებს საქართველო-რუსეთის ამჟამინდელ ურთიერთობებს და არსებობს თუ არა პირდაპირი ფრენებისა და კომუნიკაციის აღდგენის მცდელობა.

მინისტრის თქმით, ჟენევის ფორმატში რუსეთთან ორ მთავარ მიმართულებაზე – ჰუმანიტარულ საკითხებსა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე არის საუბარი.

„საქართველო-რუსეთის ურთიერთობები შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საერთაშორისო პლატფორმით, რომელსაც ჩვენ ვეძახით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს. ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, ჩვენს პარტნიორებთან ერთად. სწორედ ამ პლატფორმის ფარგლებში ვსაუბრობთ ორ მთავარ მიმართულებაზე – ეს არის ჰუმანიტარული საკითხები, რომლებიც ეხება მოქალაქეებს და მეორე არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ იმ პროცესმა და უშუალოდ პლატფორმა რა მიზანსაც ემსახურებოდა, მოგვცეს თავისი კონკრეტული შედეგები“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.