ილია დარჩიაშვილი - საქართველო, გილოცავ კიდევ ერთხელ სწორი არჩევანის გაკეთებას, არჩევნებმა დაამტკიცა, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის, მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გზას ადგას
ილია დარჩიაშვილი - საქართველო, გილოცავ კიდევ ერთხელ სწორი არჩევანის გაკეთებას, არჩევნებმა დაამტკიცა, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის, მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გზას ადგას

საქართველო, გილოცავ კიდევ ერთხელ სწორი არჩევანის გაკეთებას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წერს.

მისი თქმით, არჩევნებმა დაამტკიცა, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის, მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გზას ადგას.

„საქართველო, გილოცავ კიდევ ერთხელ სწორი არჩევანის გაკეთებას! დღევანდელმა საპარლამენტო არჩევნებმა დაამტკიცა, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის, მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გზას ადგას. ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ „ქართული ოცნება“ დაიწყებს ახალ თავს და ღირსეულად, ერთიანობითა და თავდადებით ივლის წინ, რათა მიიყვანოს საქართველო ერთ-ერთ უდიდეს მიზნამდე – ევროკავშირში გაწევრიანებამდე და შექმნას უკეთესი და აყვავებული მომავალი ჩვენი ერისთვის“, – დაწერა ილია დარჩიაშვილმა.