ილია დარჩიაშვილი - სამძიმარს ვუცხადებ თურქ მეგობრებს, მიწისძვრის შედეგად ყველა დაშავებულს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს და თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
როგორც დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„ცნობა დამანგრეველი მიწისძვრის შესახებ თურქეთში, ქალაქ კაჰრამანმარაშში შოკისმომგვრელია. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო თურქ მეგობრებს და ვუსურვო სწრაფად გამოჯანმრთელება ყველა დაშავებულს“, – წერს ილია დარჩიაშვილი.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 284 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 323 დაშავდა. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ათზე მეტი ქალაქი დააზარალა. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, სამართალდამცველები და არმია.