ილია დარჩიაშვილი - საფრანგეთის სახით ჩვენ ძლიერი მხარდამჭერი გვყავს, რომელიც გვეიმედება, ერთად გავაგრძელებთ საქართველოს უკეთესი ევროპული მომავლის მშენებლობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ძალიან ძლიერი გზავნილია ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება.
მისივე თქმით, საფრანგეთის სახით საქართველოს საიმედო მხარდამჭერი ჰყავს.
„ქალბატონი მინისტრის საქართველოში ყოფნა არის ძალიან ძლიერი გზავნილი იმის, რომ, როგორც აქამდე, მომავალშიც საქართველოს საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი ექნება. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ გვაქვს გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები. ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ და ვთანხმდებით, მაგრამ მთავარია, რომ საფრანგეთის სახით ძლიერი მხარდამჭერი გვყავს, რომელიც გვეიმედება. ჩვენ ნამდვილად ერთად გავაგრძელებთ საქართველოს უკეთესი და უფრო დინამიკური ევროპული მომავლის მშენებლობას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.