ილია დარჩიაშვილი - როგორც მთავრობა, მივესალმებით პარლამენტის ჩართულობას ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში
ილია დარჩიაშვილი - როგორც მთავრობა, მივესალმებით პარლამენტის ჩართულობას ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში

საპარლამენტო განზომილებაში დამატებითი თანამშრომლობა, ყოველთვის სასარგებლო შედეგის მომტანია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელს კითხვა დაუსვეს უკრაინაში საქართველოს პარლამენტის დელაგაციის ვიზიტის შემდგომ მოლოდინთან დაკავშირებით, კერძოდ, როგორ აისახება ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე და მოსალოდნელია თუ არა, ვიზიტის შემდგომ უკრაინამ ელჩი დააბრუნოს საქართველოში.

„ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო განზომილება, საპარლამენტო ჩართულობა. როგორც მთავრობა, მივესალმებით საქართველოს პარლამენტის ჩართულობას ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში, რადგან საპარლამენტო განზომილებაში, დამატებითი თანამშრომლობა, ვფიქრობ, ყოველთვის სასარგებლო შედეგის მომტანია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში დღეს იგეგმება.