ილია დარჩიაშვილი - პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში ნამდვილად გამოაჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში ნამდვილად გამოაჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის მეთაურის ისრაელში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში. როგორც ცნობილია, ჩვენ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს ისრაელთან, რაც აძლიერებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვიზიტების დინამიკა აქტიურდება და ამის ძალიან კარგი მაგალითია დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, რომელმაც რა თქმა უნდა, ახალი იმპულსი უნდა მოუტანოს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“,- აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, პრემიერს ჰქონდა პოლიტიკური შეხვედრები მის კოლეგასთან, პარლამენტის სპიკერთან და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან, ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრთან, სადაც საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.
„იყო პოლიტიკური შეხვედრები, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შეხვედრები მის კოლეგასთან, პარლამენტის სპიკერთან და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან, ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ვისაუბრეთ საკითხების ძალიან ფართო სპექტრზე, სხვადასხვა საკითხებზე, რომლებიც გამოირჩევა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში და პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნამდვილად გამოაჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“,- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.