საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულებას.
„მინისტრმა ევროკომისარს გააცნო, რა სამუშაო გასწია ქართულმა მხარემ უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტისას განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების კუთხით და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანა მაქსიმალურად უზრუნველყოფს შემდგომ პროგრესს ამ მიმართულებით.
ევროკომისარი მიესალმა ქართული მხარის ძალისხმევას, განსაკუთრებით იმ ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო პერიოდში გადაიდგა რეკომენდაციათა იმპლემენტაციის მიმართულებით და გამოთქვა მზადყოფნა, განაგრძოს მჭიდრო კოორდინაცია საქართველოს მთავრობასთან“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.