საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 15-16 თებერვალს საბერძნეთს ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს საბერძნეთის პრეზიდენტთან, კატერინა საკელაროპულოსთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნიკოს დენდიასთან.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
უწყების ცნობით, გარდა ამისა, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი და საბერძნეთის პრეზიდენტი კომენტარს გააკეთებენ მედიის წარმომადგენლებისთვის.