ილია დარჩიაშვილი - ნორვეგიის ელჩთან ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა სააკაშვილის დაჯილდოებას, უხერხულია, დემოკრატიისთვის ჯილდო მიანიჭო მას, ვისი ხელისუფლების დროსაც ადამიანის უფლებები არ არსებობდა
საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩთან შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა გადაწყვეტილებას, რომელიც მათი ქვეყნის კონსერვატიულმა პარტიამ მიიღო და, ვფიქრობ, საკმაოდ უხერხული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
ილია დარჩიაშვილმა უპასუხა კითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, ნორვეგიის ერთ-ერთი პარტიისგან მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდოს გადაცემას.
დარჩიაშვილის თქმით, ჯილდო მიენიჭა მას, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ქვეყანაში ადამიანის უფლებები არ არსებობდა.
„ნორვეგიის ელჩი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. ერთი მხრივ, საკითხი ეხებოდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათი ქვეყნის კონსერვატიულმა პარტიამ მიიღო და, ვფიქრობ, რომ საკმაოდ უხერხული, სხვა სიტყვა რომ არ ვიხმარო. ადამიანს მიენიჭა ადამიანის უფლებებში ჯილდო, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ადამიანის უფლებები, პრაქტიკულად, არ არსებობდა ამ ქვეყანაში. თუმცა, ელჩთან კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე მის მიერ გაკეთებული გაუგებარი განცხადებები, როდესაც ის შეფასებებს აკეთებდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.