ილია დარჩიაშვილი - ნატო-ს საიუბილეო სამიტი დატვირთულია გლობალური, პოლიტიკური გზავნილებით და დეკლარაციაში ყველაფერი ვერ მოხვდებოდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ნატო-ს საიუბილეო სამიტი გლობალური, პოლიტიკური გზავნილებით არის დატვირთული და, შესაბამისად, მის დეკლარაციაში ყველაფერი ვერ მოხვდებოდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დოკუმენტში საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით არის მოხვედრილი.
ილია დარჩიაშილი მადლობას უხდის ალიანსს და მის წევრებს იმის გამო, რომ ნატო-ს დღის წესრიგში რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია ყოველთვის დგას.
„ნატო-ს საიუბილეო სამიტი გამოირჩევა სხვა დანარჩენი სამიტებისგან. უფრო დატვირთულია გლობალური, პოლიტიკური გზავნილებით და, შესაბამისად, ყველაფერი ვერ მოხვდებოდა ამ დოკუმენტში, საქართველოს კომპონენტი უსაფრთხოების თვალსაზრისით არის მოხვედრილი. ჩვენ ალიანსის და ყველა წევრის მადლობელი ვართ, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია ყოველთვის დგას ალიანსის დღის წესრიგში და ეს ასევე გამოიხატა ამ დოკუმენტში. Მასში ცალსახად არის მოწოდება საქართველოს დეოკუპაციის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ალიანსის ძალიან ძლიერი და კონსოლიდირებული მხარდაჭერა ამ მიმართულებით თავის დადებით შედეგს მოიტანს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.