ილია დარჩიაშვილი - მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარში ავიაკატასტროფის გამო, ჩემი სამძიმარი მსხვერპლთა ოჯახებს, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა დაშავებულს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უკრაინის ქალაქ ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ილია დარჩიაშვილი დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარში, საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის სასიკვდილო კატასტროფის გამო, რასაც შეეწირნენ ბავშვები, შინაგან საქმეთა მინისტრი მონასტირკი და სამინისტროს სხვა ოფიციალური პირები. ჩემი სამძიმარი მსხვერპლთა ოჯახებს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა დაშავებულს“, – წერს ილია დარჩიაშვილი.
დღეს დილით, კიევის ოლქის ქალაქ ბროვარში შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა იმყოფებოდა, მათ შორის მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი. ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.