ილია დარჩიაშვილი - მთავარი საკითხი, რომლის მიმართაც გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება, არის ის, რომ, ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებით, რუსეთში მცხოვრებ ჩვენს დიასპორელებს გაუადვილდებათ სამშობლოსთან მიმოსვლა
ილია დარჩიაშვილი - მთავარი საკითხი, რომლის მიმართაც გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება, არის ის, რომ, ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებით, რუსეთში მცხოვრებ ჩვენს დიასპორელებს გაუადვილდებათ სამშობლოსთან მიმოსვლა

საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებით, რუსეთში მცხოვრებ ჩვენს დიასპორელებს გაუადვილდებათ სამშობლოსთან მიმოსვლა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ტექნიკური საკითხი, რომელმაც მოხსნა ჩვენი თანამოქალაქეების სამშობლოსთან ურთიერთობის პრობლემები, მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გააადვილებს.

„ფრენების აღდგენასთან მიმართებით ერთადერთი, მთავარი საკითხი, რომლის მიმართაც ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება, ეს არის ის, რომ, მსგავსი გადაწყვეტილებით, ჩვენს ღირსეულ თანამოქალაქეებს, ჩვენს დიასპორელებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში, გაუადვილდებათ სამშობლოსთან მიმოსვლა, და ეს ტექნიკური საკითხი, რომელმაც მოხსნა მათი სამშობლოსთან ურთიერთობის პრობლემები, მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გააადვილებს. რაც შეეხება ჩვენს განცხადებას, ჩვენ ვრჩებით ამ პოზიციაში, ამ პროცესში მონაწილეობა არ მიგვიღია. შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ჩვენ ამ განცხადებაზე მეტს ვერაფერს ვიტყვით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.