ილია დარჩიაშვილი - მივესალმები ევროკავშირის საბჭოს დასკვნას, რომელიც აღიარებს რეფორმების შესრულების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან ნაბიჯებს
მივესალმები ევროკავშირის საბჭოს დასკვნას, რომელიც აღიარებს რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
პოსტში მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის, საქართველო აგრძელებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულებას.
„სექტორული თანამშრომლობის გაძლიერება და ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაცია მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს პროგრესი 2023 წელს შეფასდება“, – წერს დარჩიაშვილი.