ილია დარჩიაშვილი კატრინ კოლონას შეხვდა
ილია დარჩიაშვილი კატრინ კოლონას შეხვდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ფრანგ კოლეგას, კატრინ კოლონას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრის შესახებ დარჩიაშვილი სოციალური ქსელში წერს.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ჩემს ფრანგ კოლეგას, კატრინ კოლონას. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობების დადებით დინამიკაზე, ასევე მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს პროგრესზე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი ჩვენი ქვეყნის მოლოდინს კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე“, – წერს ილია დარჩიაშვილი.