ილია დარჩიაშვილი - კარენ დონფრიდთან ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც არის საქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებში, ვფიქრობ, ეს შეხვედრა იქნება კარგი იმპულსი, რომ ურთიერთობები გავაძლიეროთ
ილია დარჩიაშვილი - კარენ დონფრიდთან ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც არის საქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებში, ვფიქრობ, ეს შეხვედრა იქნება კარგი იმპულსი, რომ ურთიერთობები გავაძლიეროთ

ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორია, შესაბამისად ჩემი ნიუ იორკში ყოფნის პირობებში მქონდა, შესაძლებლობა შევხვედროდი ქალბატონ კარინ დონფრიდს, რომელიც არის სახელმწიფო მდივნის ასისტენტი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

„ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც არის საქართველო-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებში. როგორც იცით, საქართველოს ძლიერი თანამშრომლობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. აშშ-ის ინტერესი, ჩვენს რეგიონში განმტკიცდეს მშვიდობა და უსაფრთხოება, არის ძალიან მაღალი და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან.

ასევე ჩვენ გვქონდა საშუალება, განგვეხილა ყველა ის საკითხი, რომელიც დგას ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში და ვფიქრობ, ეს შეხვედრა იქნება ძალიან კარგი იმპულსი, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა“,- წერს ილია დარჩიაშვილი.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ასევე აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს შეხვდნენ.