ილია დარჩიაშვილი - ღრმად ვარ დამწუხრებული ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, რომლის შედეგადაც ირანის პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური პირები დაიღუპნენ, სამძიმარს ვუცხადებ ირანელ ხალხს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ავიაკატასტროფის შედეგად ირანის პრეზიდენტისა და თანმხლები პირების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
დარჩიაშვილი ირანელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმად ვარ დამწუხრებული ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, რომლის შედეგადაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოუსეი ამირ-აბდოლაჰიანი და სხვა ოფიციალური პირები დაიღუპნენ. გულითად სამძიმარს ვუცხადებ ირანელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს“, – წერს ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენის მგზავრებს შორის, პრეზიდენტთან ერთად, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანიც იყო. მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანული მედია პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვას ადასტურებს.
ასევე დადგინდა ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ბორტზე მყოფი კიდევ სამი პირის ვინაობა.