გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ფინეთის ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგი, ასევე საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები.
დადებითი შეფასება მიეცა სკანდინავიის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობას და ამ მხრივ არსებული ფორმატების ეფექტურ გამოყენებას.
აღინიშნა მჭიდრო კოორდინაციის და თანამშრომლობის მნიშვნელობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
მინისტრმა კოლეგას გააცნო საქართველოს ძალისხმევა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ და ინფორმაცია მიაწოდა იმ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე, რაც ამ მოკლე პერიოდში განხორციელდა.