ილია დარჩიაშვილი - ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა
ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა. მადლობას ვუხდით ევროპულ საბჭოს ამ გადაწყვეტილებისთვის და გვჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევით, ჩვენ დავიბრუნებთ დამსახურებულ ადგილს ევროპულ ოჯახში. გულითადად ვულოცავ ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებს“, – წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი Twitter-ის პირად გვერდზე.