ილია დარჩიაშვილი - ევროპარლამენტის არჩევნებით ევროპის მოსახლეობამ თავისი გზავნილი გააკეთა
საერთო ჯამში, წარმატებით ჩატარდა ევროპარლამენტის არჩევნები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროკავშირმა უკვე ახლად არჩეული პარლამენტით მოახდინოს აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირება და მოხდეს ახალი ევროპული სტრუქტურების ჩამოყალიბება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ არჩევნებზე ევროპის მოსახლეობამ თავისი გზავნილი გააკეთა.
„ზოგადად, პოლიტიკურ განწყობებზე შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ეს არის დემოკრატიის პრინციპი, რომ მოსახლეობა, საზოგადოება გამოხატავს თავის დამოკიდებულებას. ესეც ყოველთვის ასე იყო, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სხვადასხვა არჩევნებში იღებდნენ უპირატესობას, ამით საზოგადოება აკეთებდა კონკრეტულ გზავნილებს. ცვლილებაც ევროპარლამენტში, სწორედ ამის გამოხატულებაა, რომ ეს გზავნილი ევროპის მოსახლეობამ არჩევნებით გამოხატა“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.