სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, დემოგრაფიისა და დემოკრატიის საკითხებში ევროკომისარს, დუბრავკა შუიცას შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას. მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგი. ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი პარტნიორების მხრიდან მიღებული იქნება კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
მხარეებმა ისაუბრეს რეფორმების გატარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხზე. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით.
3-4 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრი სტრასბურგში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისრებთან შეხვედრებს მართავს.