ილია დარჩიაშვილი - „ევრო 2024“-ზე გასვლა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სამართლიანი და ლოგიკური გაგრძელებაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოს საბერძნეთთან გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.
როგორც დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ევრო 2024“-ზე გასვლა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სამართლიანი და ლოგიკური გაგრძელებაა.
„ისტორიული გამარჯვება! გილოცავ, საქართველო. ვულოცავთ ჩვენს ეროვნულ საფეხბურთო გუნდს ამ ტრიუმფსა და აბსოლუტურად ამაღელვებელ გამარჯვებას. დიდი მადლობა თქვენი თავდადების, შრომისმოყვარეობისა და მთელი ერის სიამაყისთვის! „ევრო 2024“-ზე გასვლა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სამართლიანი და ლოგიკური გაგრძელებაა“, – წერს ილია დარჩიაშვილი.