ილია დარჩიაშვილი - ეუთო-ში ჩვენი მეგობართა ჯგუფისგან მივიღეთ ძალიან მკაფიო განცხადება, სადაც საუბარია ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანას, ხალხს
ეუთო-ში ჩვენი მეგობართა ჯგუფისგან მივიღეთ ძალიან მკაფიო განცხადება, სადაც საუბარია ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანას, ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
„ტრადიციულად, ჩვენი მეგობართა ჯგუფისგან, რომელიც გვაქვს ეუთო-ში, რომელშიც გაერთიანებული არიან ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მხარს უჭერენ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და გამოწვევების მიმართ არიან ძალიან მხარდამჭერნი, წელსაც მივიღეთ მათგან ძალიან მკაფიო განცხადება, სადაც საუბარია ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. ჩვენი მისია და მოვალეობა არის, რომ თანმიმდევრულად ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან და მუდმივად გვქონდეს მათი მხარდაჭერის იმედი“, – განუცხადა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
დღეს ეუთო-ში, სესიაზე საქართველოს მეგობართა ჯგუფი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას დაამტკიცებს.