ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია მასპინძლობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს მინისტრთა საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს მონაწილეებს.
ამასთან, უწყების ცნობით, გაიმართება მისი შეხვედრა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდტთან, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბუიარ ოსმანთან და ODIHR-ის დირექტორთან, მატეო მეკაჩისთან.
სკოპიეში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან ევროპის ქვეყნებიდან.