საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, კოლეგებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო არაფორმალური ხასიათის შეხვედრაში, სადაც განხილვის თემა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე ეუთო-ს ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხი იყო.
ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპელ კოლეგებსა და ეუთო-ს წარმომადგენლებთან.