ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, მატეო მეკაჩის შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორთან, მატეო მეკაჩისთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციასთან საქართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობის ტრადიციაზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყანაში წარმატებულ დემოკრატიულ რეფორმებს ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების, სახელმწიფო ინსტიტუტების, საარჩევნო ადმინისტრირებისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.
„მინისტრმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე, ისევე, როგორც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე.
საუბრისას აღინიშნა ODIHR-ის ჩართულობის მნიშვნელობა მთელი რიგი რეფორმების წარმატებული იმპლემენტაციისთვის; ყურადღება გამახვილდა ODIHR-ის ჩართულობაზე საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 2024 წელს ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების გათვალისწინებით.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მზადყოფნას, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.