ილია დარჩიაშვილი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ილია დარჩიაშვილი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ვილნიუსში მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესტონელ კოლეგას, მარგუს ცაჰკნას შეხვდა.

საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებზე. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ესტონეთს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე. ილია დარჩიშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ გზაზე საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის შესახებ.