ილია დარჩიაშვილი - დავით ბაქრაძე ქართველ დიპლომატებს შორის გამორჩეული დიპლომატია, დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გაართმევს თავს იმ მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ჰქვია გაერო-ში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა
დავით ბაქრაძე ქართველ დიპლომატებს შორის გამორჩეული დიპლომატია, დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გაართმევს თავს იმ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა გაერო-ში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, დავით ბაქრაძის განსაკუთრებული ძალისხმევა და გამოცდილება ნამდვილად წაადგება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ დავით ბაქრაძე გამორჩეული დიპლომატია ქართველ დიპლომატებს შორის. მინდა, მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის, რომელიც გასწია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად აშშ-ში და დარწმუნებული ვარ, ის აუცილებლად გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის ღირსეულ სამსახურს, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იმ ახალ ამპლუაში, რომელშიც წარმოდგენილია. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მე პირადად მინდა, გადავუხადო მას მადლობა გაწეული სამსახურისთვის როგორც ელჩის რანგში აშშ-ში და იმ ახალ პოზიციაზე, რომელზეც იქნა ის დანიშნული. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გაართმევს თავს იმ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა გაერო-ში. ვფიქრობ, ეს მისი განსაკუთრებული ძალისხმევა და გამოცდილება ნამდვილად წაადგება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა.