ილია დარჩიაშვილი - დავასრულე ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში, გულთბილი მასპინძლობისთვის მეგობრების მადლობელი ვარ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა. ამის შესახებ ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობას, რომელსაც ღრმა მტკიცე ფესვები აქვს, განვითარებისა და განმტკიცების კიდევ უფრო დიდი პოტენციალი გააჩნია.
დავასრულე ჩემი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მადლობელი ვარ მეგობრების გულთბილი მასპინძლობისთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობას, რომელსაც ღრმა მტკიცე ფესვები აქვს, გააჩნია განვითარებისა და განმტკიცების კიდევ უფრო დიდი პოტენციალი.
საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის მთავარი მამოძრავებელია ჩვენი ქვეყნების, ჩვენი რეგიონის განვითარება, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა. ორივე ქვეყანა ისტორიულად მიისწრაფვის და ბევრს აკეთებს ამ მიმართულებით. მადლობა ქართველ და აზერბაიჯანელ დიპლომატებს ამ ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობა საქართველოს საელჩოს ბაქოში ვიზიტის ორგანიზებისთვის და ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს გულთბილი მასპინძლობისთვის.