ილია დარჩიაშვილი - დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი არის ძლიერი სიგნალი, რომ დანიის სახით გვყავს ერთ-ერთი მეგობარი სახელმწიფო
დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი არის ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ ჩვენ დანიის სამეფოს სახით გვეყოლება ერთ-ერთი მეგობარი სახელმწიფო, რომელიც ძლიერად დაუჭერს მხარს და დაიცავს ჩვენს ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განახადა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შედგა ძალიან საინტერესო საუბარი.
„თავად ფაქტი, რომ ბატონი მინისტრი საქართველოში ჩამობრძანდა დელეგაციასთან ერთად, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს დანიის სამეფოს მხარდაჭერა. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი. ვისაუბრეთ იმ საშინაო დავალებაზე, რომელიც აქვს ქვეყანას, გვქონდა შესაძლებლობა, გამეზიარებინა მინისტრისთვის ჩვენ მიერ უკვე შესრულებული სამუშაო და მომავალში გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენი სამუშაო, საშინაო დავალება, რა თქმა უნდა, ვიცით კარგად და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პარტნიორებთან ერთად გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები და ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. კიდევ ერთხელ მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ბატონ მინისტრს მადლობა გადავუხადო, ეს არის ძალიან ძლიერი სიგნალი, მისი ჩამობრძანება საქართველოში, რომ ჩვენ დანიის სამეფოს სახით გვეყოლება ერთ-ერთი მეგობარი სახელმწიფო, რომელიც ძლიერად მხარს დაუჭერს და დაიცავს ჩვენს ინტერესებს ამ მიმართულებით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.