ილია დარჩიაშვილი - საქართველომ ცხრა წლის წინ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ წინსვლა და მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი
ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან ცხრა წელი გავიდა, – აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის, ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა გააგრძელოს.
„ცხრა წლის წინ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. მთავრობის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, საქართველომ უზარმაზარი პროგრესი განიცადა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, გააკეთა განაცხადი ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ და მოიპოვა ევროპული პერსპექტივა. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ წინსვლა და მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი“, – წერს დარჩიაშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.