ილია დარჩიაშვილი - ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია მნიშვენლოვანია, პიტერ სიიარტოსგან კიდევ ერთხელ მივიღე პირობა, რომ უნგრეთი გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას
ილია დარჩიაშვილი - ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია მნიშვენლოვანია, პიტერ სიიარტოსგან კიდევ ერთხელ მივიღე პირობა, რომ უნგრეთი გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ყოველთვის გამოირჩევა ძალიან ძლიერი, მხარდამჭერი გზავნილებით საქართველოს მისამართით, კიდევ ერთხელ მივიღე მისგან პირობა, რომ ბუდაპეშტი კვლავ გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიირატოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაცია მნიშვნელოვანია და ამ მხრივ ქვეყანას რაც მეტი მეგობარი ეყოლება, მით უკეთესია.

„ორმხრივი შეხვედრა ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან მქონდა. ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრი ყოველთვის გამოირჩევა ძალიან ძლიერი, მხარდამჭერი გზავნილებით საქართველოს მისამართით და კიდევ ერთხელ მივიღე მისგან პირობა, რომ უნგრეთი კვლავ გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას, რადგან ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია არის მნიშვნელოვანი. ამ მხრივ რაც მეტი მეგობარი გვეყოლება, მით უკეთესია და, შესაბამისად, ვფიქრობ, ჩვენ ძალიან საინტერესო შედეგები გვექნება მომავალში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.