ილია დარჩიაშვილი - ჩვენი სურვილია, ნატო-ს ყველა საერთაშორისო ღონისძიებაში საქართველო იყოს ჩართული, ვმუშაობთ, რომ ვილნიუსის სამიტზეც საქართველო იყოს შესაბამისად წარმოდგენილი
ჩვენი სურვილია, რომ ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებაში, რომელსაც ჩაატარებს ნატო, საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა და როგორც სანდო პარტნიორი რეგიონში, იყოს წარმოდგენილი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ბრიუსელში ვიზიტისას აღნიშნულ საკითხზეც იყო საუბარი.
„რაც შეეხება ვილნიუსის საკითხს, ჩვენი სურვილია, რომ ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებაში, რომელსაც ჩაატარებს ნატო, საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა და როგორც სანდო პარტნიორი ალიანსის რეგიონში, იყოს წარმოდგენილი. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ვილნიუსის სამიტზეც საქართველო იყოს შესაბამისად წარმოდგენილი. ჯერ ამ მიმართულებით კონკრეტიკა არ ყოფილა, თუმცა გავცვალეთ მოსაზრებები, მათ მოისმინეს ჩვენი მოლოდინები, ჩვენც მოვისმინეთ ჩვენი ნატოელი პარტნიორების მოლოდინები და მგონია, რომ ძალიან საინტერესო, შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაცია და ნატო-საქართველოს კომისია გამოვიდა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.