ილია დარჩიაშვილი - ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით მოსახლეობასთან, რომ ჩვენი ოპონენტები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ქვეყანას პროგრესი არ ჰქონოდა ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ძალიან შემაშფოთებელია
ჩვენ ხშირად და ინტენსიურად ვსაუბრობდით ჩვენს მოსახლეობასთან, რომ ჩვენი ოპონენტები, დესტრუქციული ძალები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ამ ქვეყანას პროგრესი არ ჰქონოდა ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ძალიან სამწუხაროა, შემაშფოთებელია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ამ ადამიანების გამოსწორების იმედი არავის უნდა ჰქონდეს.
„მე არ მაქვს იმედი, რომ ვინმე გამოსწორდება. ის, ვინც აქამდე თავისი ქმედებებით, ძალისხმევით ზიანს აყენებდა ჩვენს ქვეყანას, არ მაქვს მოლოდინი, რომ ამას შეცვლის. ამის პასუხია ის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების დღის წესრიგს, ევროპული ქვეყნის მშენებლობას, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს და საქართველო გავხადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
„ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა: „ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და იძახდნენ, არ მისცეთ საქართველოს სტატუსიო, ესეც კარგად ვიცი, რადგან იქ ვიყავი“.