ილია დარჩიაშვილი - ბორელის  ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო და დაგვეხმარება, რომ ოქტომბერში პოზიტიური შეფასება გვქონდეს, წლის ბოლოს კი სტატუსი მივიღოთ
ილია დარჩიაშვილი - ბორელის ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო და დაგვეხმარება, რომ ოქტომბერში პოზიტიური შეფასება გვქონდეს, წლის ბოლოს კი სტატუსი მივიღოთ

განწყობა არის ძალიან ოპტიმისტური. ბორელის საქართველოში ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობით და დატვირთვით გამოირჩეოდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით,  ვიზიტის ფარგლებში ბორელს გააცნეს ის სამუშაო, რომელიც მმართველი გუნდის მიერ რეკომენდაციების შესასრულებლად არის გაწეული.

„დროის თვალსაზრისითაც, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, რადგან ჩვენმა მოსახლეობამ იცის, რომ ოქტომბერში ველოდებით ევროკომისიის შეფასებას.  ვისაუბრეთ ყველა პრიორიტეტზე, რომელიც  საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან არის გაწერილი. გავაცანით უზარმაზარი სამუშაო, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ, მმართველმა გუნდმა, მთავრობამ გაწია, რათა პრიორიტეტები შესრულდეს. არის საკითხები, რომლებზეც ევროკავშირმა და საქართველომ მეტად უნდა დააახლოონ პოზიციები, რათა საბოლოოდ შევჯერდეთ ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტის მიმართულებით. ეს ვიზიტი ყველას დაგვეხმარება, რომ ოქტომბერში პოზიტიური შეფასება გვქონდეს და წლის ბოლოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.