ილია დარჩიაშვილი - ბელგიის სახით ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი, ეს გზავნილი ირაკლი ღარიბაშვილმა კოლეგისგან მიიღო
ბელგიის სახით ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი და ეს გზავნილები ირაკლი ღარიბაშვილმა კოლეგისგან მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბელგიის სამეფოში ირაკლი ღარიბაშვილის ბელგიის პრემიერთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ბელგიის ურთიერთობების გაძლიერებას.
„ასევე, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, რამდენად აქტიურად იქნება ჩართული ბელგიის სამეფო ჩვენი ქვეყნის ევრონტეგრაციის გზაზე და პროცესში, რაც ეხება ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას. ბელგიის სახით ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი და ეს გზავნილები პრემიერ-მინისტრმა კოლეგისგან მიიღო“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.