ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ბაქოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტერიალის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და გულთბილი მასპინძლობისთვის.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ ფორმატის განსაკუთრებულ დატვირთვას რეგიონის განვითარებისა და მისი როლის წარმოჩენის კუთხით.

მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის არსებული დღის წესრიგი. მაღალი შეფასება მიეცა 16 მარტს ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტსა და მაღალი დონის შეხვედრებს, რაც, მინისტრების შეფასებით, დამატებით იმპულსსა და დინამიკას შესძენს ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას.