ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობა და ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებაში საპარლამენტო განზომილების დიდ როლს.